რეზონანსი
09.08.2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა შემოდგომაზე, ინდონეზიაში „დიდი ოცეულის" სამიტზე გაემგზავროს, თუკი მას ვლადიმერ პუტინიც დაესწრება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე უნდა იყოს და სამიტებში მონაწილეობა ონლაინ ფორმატშია შესაძლებელი. თუმცა, თუ პუტინი ღონისძიებაზე მივა, უკრაინის დელეგაციამ უნდა განიხილოს მათი ყოფნის შესაძლებლობა უშუალოდ სამიტზე.

„პუტინის ყოფნა სადმე, ნებისმიერ სამიტზე ირიბად ნიშნავს, რომ სამიტის ორგანიზატორები აკანონებენ რუსეთის პოზიციას, რომელიც თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს. მსგავს იერს მისცემს ამ ყველაფერს: „შეხედეთ, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს ჰქონდა უფლება მოსულიყო და უკრაინელი ბავშვები დაეხოცა", - განმარტა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს ინდონეზიის პრეზიდენტმა უკრაინა ნოემბერში G20 სამიტზე მიიწვია. სწორედ ამ ქვეყანაში გაიმართება G20-ის შემდეგი სამიტი. ,,დიდი ოცეული" 19 ქვეყანას და ევროკავშირს აერთიანებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×