რეზონანსი
10.08.2022

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა რუსი ტურისტების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

და სხვებიც, როგორც ტურისტები, არიან ევროპაშიც, ამერიკაშიც და ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში – არ მახსენდება რომელიმე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება, რომ ქვეყანაში შესვლის უფლება ვინმეს ეთნიკური ნიშნით უნდა შეეზღუდოს, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გარდა ამისა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონზე და თქვა, რომ თუ ვინმეს აღნიშნული კანონი დარღვეული აქვს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„თუ ვინმეს დარღვეული აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, ეთნიკურ ნიშანს მნიშვნელობა არა აქვს – ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამას გააკეთებს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ასევე, ყველა შესაბამისი უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის. ხალხის ეთნიკური ნიშნით დაყოფა არავითარ დემოკრატიულ პრინციპებში არ ჯდება. ადამიანების ეთნიკური ნიშნით დაყოფა, ეს არის ქსენოფობია, ხოლო ძალადობისკენ წახალისება შესაძლოა, შუღლის გამომწვევ საკითხებში გადაიზარდოს, რაც ასევე დაუშვებულია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×