რეზონანსი
11.08.2022

ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, არესტოვიჩი საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურასაც წარადგენს, თუმცა, არესტივიჩის თქმით, თუ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, ის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. 

"ახლა ვიტყვი იმას, რაც არასდროს მითქვამს. ყველა საუბრობს ჩემს რეიტინგზე, თუმცა ჩემი რეიტინგი, პრეზიდენტის ახლანდელი რეიტინგია. მე ჩემს თავს პრეზიდენტისგან არ ვანსხვავებ და მე არასდროს ვუცრუებ იმედს ადამიანებს, რომლებთანაც ვმუშაობ. მე შეიძლება მათზე სხვადასხვა აზრი გამაჩნდეს, თუმცა მე არასდროს ამას არ გამოვიტან. ხომ გვაქვს ამის გამოცდილება?!

1.5 თვეა, რაც პრეზიდენტის ოფისიდან წამოვედი, ჩემგან, ერთი სიტყვაც არავის გაუგია. ამიტომ, სანამ პრეზიდენტი პრეზიდენტია, უმაღლესი მეთაური, ასევე საომარი მდგომარეობაა, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ჩემთვის არაკორექტულია.

მეორე - თუ ის [ზელენსკი] მეორე ვადით წავა, რა თქმა უნდა, მე მას "ხელს არ შევუშლი", არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურად შეუძლებელია. თუ არ წავა მეორე ვადით - მე წავალ (პრეზიდენტობის კანდიდატად იყრის კენჭს)," - ამის შესახებ ოლექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×