რეზონანსი
11.08.2022

ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ქვეყანას რომელ თვეს საიდან შემოაქვს ელექტროენერგია ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელი ქვეყანას უფრო იაფი ფასი აქვს.

„როგორც წესი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში და ხან ერთი ქვეყნიდან, ხან მეორე ქვეყნიდან, გააჩნია რომელ ქვეყანას რა პერიოდში, რა ფასის შეთავაზება შეუძლია. სახელმწიფო ელექტროსისტემა აკეთებს ფასთა გამოთხოვას და აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე კონკრეტული ხაზების გამტარუნარიანობის შესაძლებლობების ფარგლებში შემოაქვს ელექტროენერგია. ამდენად ჩვენ რუსეთზე ენერგო დამოკიდებული არ ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, როგორც ელექტროენერგიის ასევე ბუნებრივი გაზის ნაწილში", - განაცხადა ნარმანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×