რეზონანსი
11.08.2022

ლატვიის პარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ", უკრაინაში მისი ქმედებები კი „ტერორიზმად" აღიარა.

პარლამენტში აცხადებენ, რომ მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი მხარს უჭერს, პირდაპირ და ირიბ დახმარებას უწევს „ტერორისტულ რეჟიმებს", მაგალითად, ბაშარ ასადის მთავრობას სირიაში.

„უკრაინაში რუსეთმა ქცევის მსგავსი სტილი აირჩია - სასტიკი, ამორალური და უკანონო. ომის საშუალებით პოლიტიკური მიზნების მიღწევით, რუსეთი ცდილობს უკრაინელი ხალხისა და სამხედროების დემორალიზებას და უკრაინული სახელმწიფოს ქმედითუნარიანობის პარალიზებას", - აღნიშნულია ლატვიის პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში.

ლატვიის პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინის სამხედრო, ჰუმანიტარული, ფინანსური და დიპლომატიური მხარდაჭერა და იმოქმედონ რუსეთის საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებიდან იზოლირების მიმართულებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×