რეზონანსი
11.08.2022

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუს სამხედროებს მოუწოდებს უკრაინა დატოვონ.

„ყირიმისა და ბელარუსის სამხედრო აეროდრომებზე ტექნიკური ავარიების ეპიდემია რუსმა სამხედროებმა გაფრთხილებად უნდა ჩათვალონ: დაივიწყეთ უკრაინა, გაიხადეთ ფორმა და წადით. ვერც ოკუპირებულ ყირიმში და ვერც ოკუპირებულ ბელარუსში თავს დაცულად ვერ იგრძნობთ. კარმა სადმე მაინც მოგძებნით", - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე".

შეგახსენებთ, ორი დღის წინ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმის დასავლეთ ნაწილში მდებარე „საკის" სამხედრო აეროდრომზე სამშაბათს რამდენიმე აფეთქება მოხდა. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. გამოცემა Sky News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმში მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები დგას, რომელმაც სამხედრო ავიაბაზაზე ოპერაცია ჩაატარა. ამასთან, მედიის ინფორმაციით, გომელის რაიონში მდებარე „ზიაბროვკას" სამხედრო აეროდრომზე წუხელ აფეთქებების ხმა ისმოდა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ინციდენტის მიზეზი „ტექნიკის ერთ-ერთი ერთეულის" აალება გახდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×