რეზონანსი
11.08.2022

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ სოხუმში კომპანია "ჩერნომორენერგოს" ყოფილი დირექტორის, ასლან ბასარიას ავტომობილს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სროლის დროს ავტომობილში არავინ იმყოფებოდა და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, „ნუჟნაია გაზეტა" წერს, რომ დაახლოებით ათი დღის ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ასლან ბასარიამ ისაუბრა საზოგადოებაში არსებულ საპროტესტო განწყობებზე ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით; ასევე იმ საფრთხეებზე, რასაც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა, ენერგეტიკული ინდუსტრიის ლიბერალიზაცია და უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა აფხაზეთის „სუვერენიტეტს" უქმნის.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტროში" მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×