რეზონანსი
11.08.2022

ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ჟურნალისტებთან პოდოლიაკის განცხადებას, რომ სააკაშვილი ისტორიული ფიგურაა. იონათამიშვილის განცხადებით, სააკაშვილი რომ კრიმინალია, ეს დადასტურებელია სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

„ეს არის დადასტურებული არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოების, არამედ სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული ვერდიქტების მიხედვით, სადაც სააკაშვილი პირდაპირ არის დასახელებული როგორც დანაშაულებრივი სისტემის ავტორი და შემოქმედი. შესაბამისად, მსგავსი ქომაგობით აღჭურვილი განცხადებები ეწინააღმდეგება სამართლიანობის და დემოკრატიულ პრინციპს", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ამასთან, იონათამიშვილმა დააზუსტა, რომ სააკაშვილი რომ კრიმინალია, ეს დადასტურებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებით - "გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ". კითხვაზე, იმავე გადაწყვეტილებაში როცა საუბარია სასამართლოზეც, ამავე პრინციპით კრიმინალებად მიიჩნევს თუ არა მისი საქმის განმხილველ მოსამართლეებსაც (რომლებიც დღესაც სისტემაში არიან), იონათამიშვილი პასუხობს, რომ იქ საუბარია სისტემურ დანაშაულზე.

"სისტემური დანაშაულის მონაწილეები, ვინც იქ მოხსნიებულნი არიან, არიან კრიმინალები,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს, მაშინ შეუძლიათ მესამე ქვეყანას გადასცენ, რაც მისი თქმით იქნება ჰუმანური დამოკიდებულება. მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ისტორიული ფიგურაა და მისი ციხეში ყოფნა მართებული არ არის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×