რეზონანსი
11.08.2022

სააკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა პატიმარი სად მოიხდის სასჯელს და მოიხდის თუ არა სასჯელს ბოლომდე, ეს არის საქარღველოს საშინაო საქმე და არა რომელიმე უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, „მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი და ამაზე უფრო სერიოზული დამნაშავე საქართველოს ციხეებში არ არის, მან უნდა მოიხადოს სასჯელი".

„რა თქმა უნდა სააკაშვილის მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული ისევე, როგორც სხვა პატიმრის და არ ყოფილა შემთხვევა სხვა რომელიმე პატიმარი საქართველოდან უცხო ქვეყანაში იყოს გადაყვანილი. რაც შეეხება რატომ შესტკივათ გული პოდოლიაკს, არახამიას, არესტოვიჩს თუ სხვებს სააკაშვილზე, ყველაფერი გასაგებია და თქვა არესტოვიჩმა. მან თქვა, რომ საქართველოს არ ჰყავს დღეს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ომში ჩაითრევდა და რომ ყოფილიყო სააკაშვილი, ეს სხვა საქმე იქნებოდა, დღეს საქართველოში იქნებოდა ბომბების ცვენა და ომი გაჩაღებულიო. ეს არის მათი მიზანი და ეს მიზანი ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომაც, ბუნებრივია, მათ ჯობია მოახდინონ კონცენტრირება, როგორ დაამარცხონ ოკუპანტი თავის ქვეყანაში და საქართველოს ომში ჩართვას ნუ ეცდებიან, ნურც საქართველოს საშინაო საქმეებში დაიწყებენ ხელის ფათურს. სააკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა პატიმარი სად მოიხდის სასჯელს და მოიხდის თუ არა სასჯელს ბოლომდე, ეს არის საქარღველოს საშინაო საქმე და არა რომელიმე უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის", - განაცხადა სუბარმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ მომავალზე ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილის დონის ფიგურის ციხეში ყოფნა მართებული არ არის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×