რეზონანსი
11.08.2022

კელი დეგნანის კეზერაშვილის ტელევიზიიდან ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე ამდაგვარი პასუხებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ კულისები უფრო მეტად გაგვეხსნა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია, რომ ჩვენ მათთან ერთად დავაზღვიოთ ის რეალური და სახიფათო რისკები რაც ჯერ კიდევ არსებობს და ასევე ის, რომ ქვეყანა არ იმართებოდეს იძულების გზით კელი დეგნანის ან ნებისმიერი საელჩოს მხრიდან, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არა საელჩო.

ჩვენ გვინდა რეალური დამოუკიდებლობა და არა სახელ დამოკიდებულება, რაც უკვე წარსულში გვაქვს ნანახი. ჩვენ არ ვაპირებთ არც წარსულში დაბრუნებას და არც ახალი უფროსი ძნის ძიებას. ჩვენ გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და ის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება იცვლებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის მხრიდან არჩევნების გზით. ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არა საელჩო. ჩვენ გვინდა, რომ რეალური რისკები იყოს თავიდან აცილებული, ამაში ჩვენ ხელს ვერავინ შეგვიშლის", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×