რეზონანსი
12.08.2022

„თბილსერვის ჯგუფი“ ეტაპობრივად განაგრძობს დედაქალაქის მასშტაბით ახალი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების დადგმასა და დაზიანებული კონტეინერების ახლებით ჩანაცვლებას.

„ჩაცვლების აქცია მთელი თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს. მინდა, დედაქალაქის მოსახლეობასა და სტუმრებს მოვუწოდო, თავი შეიკავონ ისეთი სიგარეტისა და აალებადი ნივთიერებების კონტეინრებში განთავსებისგან, რადგან მათი დაწვის საშიშროება და რისკი საკმაოდ მაღალია“, - აცხადებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.

მიმდინარე წელს „თბილსერვის ჯგუფმა“ უკვე 4 000-მდე სხვადასხვა მოცულობის პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერი შეისყიდა, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში ეტაპობრივად განაწილდება.

ამ დროისთვის, დედაქალაქში დაახლოებით 20 000 ნაგავშემკრები კონტეინერია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×