რეზონანსი
12.08.2022

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში ერთი დღით ადრე დაიწყება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოსა და ექვსი საფეხბურთო კონფედერაციის (ევროპა, აზია, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა, ოკეანეთი) მეთაურთა შეხვედრაზე.

ადრე შედგენილი კალენდრის მიხედვით, 21 ნოემბერს, ჩემპიონატის პირველ დღეს ოთხი შეხვედრა იყო დაგეგმილი. მათგან რიგით მესამე იყო მასპინძელი ყატარისა და ეკვადორის მატჩი. იმისთვის, რომ ეს შეხვედრა ტურნირის გახსნის მატჩი გამხდარიყო, ის ერთი დღით ადრე, 20 ნოემბერს გადაიტანეს.

ასე რომ, ჩემპიონატი 20 ნოემბერს, თბილისის დროით 20 საათზე ყატარისა და ეკვადორის მატჩით გაიხსნება. 21 ნოემბერს სამი მატჩი გაიმართება: ინგლისი-ირანი (17:00), სენეგალი-ნიდერლანდები (20:00), აშშ-უელსი (23:00). 22 ნოემბრიდან მოყოლებული, ჩემპიონატი ადრე გამოცხადებული განრიგით გაგრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×