რეზონანსი
12.08.2022

ოზურგეთში, ყოფილმა ქმარმა ყოფილი მეუღლე მოკლა. ქალი ნაქირავებ ბინაში, სადაც ტრაგედია მოხდა, სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა. როგორც თვიტმხილველები ამბობენ, მკვლელობას შეესწრო მათი მცირეწლოვანი შვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ე.წ. "შტირითაა" მოკლული. მოკულის ძმა ამბობს, რომ მის დაზე ყოფილი მეუღლე სისტემატიურად ძალადობდა.

„უკვე მესამეჯერ იყო უკვე წამოსული ოჯახიდან. ახლაც შერიგება უნდოდაო. ნორმალური ადამიანი მაგას ბავშვს მისცემდა? შემაკავებელი ორდენიც ჰქონდა გამოწერილი. ჩემი და სულ მეუბნებოდა, რომ მასზე ძალადობდა", - ამბობს მედიასთან საუბარში მოკლული ქალის ძმა.

როგორც "ფორტუნა" წერს, დამნაშავე უკვე დაკავებულია. ის სავარაუდოდ, თავად ჩაბარდა პოლიციას.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×