რეზონანსი
12.08.2022

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ პატიმარი სოსო გოგაშვილი ოჯახის წევრებს ნამდვილად შეხვდა.

მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრა კანონის დაცვით შედგა. ბრეგაძემ აღნიშნა ისიც, რომ გოგაშვილს ოჯახთან შეხვედრის ნება, მათ შორის, წახალისების მიზნითაც მისცეს.

„გოგაშვილი საუბრობდა იმის შესახებ, რომ შედგა მისი შეხვედრა ოჯახის წევრებთან, ამას დავადასტურებ. ნამდვილად შედგა გოგაშვილის შეხვედრა მის ოჯახის წევრებთან, მისივე თხოვნით და კანონმდებლობის სრული დაცვით. ცნობილია, რომ ამ გამოძიების მასალებს გრიფით „საიდუმლო" ადევს და მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ოჯახის წევრებთან შეხვედრა იყო კანონმდებლობის სრული დაცვით. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბატონი გოგაშვილი დიდ მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ. მისი ქცევაც იყო დადებითი და შესაბამისად, გარკვეული წახალისების ღონისძიების სახით იყო ეს შეხვედრა გამოყენებული",- განაცხადა ბრეგაძემ.

რაც შეეხება გოგაშვილის საშხაპეში შეყვანას და მასთან შს მინისტრის სატელეფონო საუბარს, ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებენ თუ არა იმ კადრების გასაჯაროებას, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ გოგაშვილი საშხაპეში, მინისტრმა უპასუხა, რომ ზოგადად ყველა პატიმარი სარგებლობს საშხაპეში შესვლის უფლებით, მათ შორის გოგაშვილი და შესაძლოა, მანაც ისარგებლა ამ უფლებით.

„ზოგადად ყველა პატიმარი სარგებლობს საშხაპეში შესვლის უფლებით, მათ შორის გოგაშვილი და შესაძლოა, მანაც ისარგებლა ამ უფლებით და შესული იყო საშხაპეში. მე არ ვიცი მან რა თქვა, მაგრამ ეს ინფორმაცია არის პერსონალური ხასიათის ინფორმაცია და მე არ ვსაუბრობ მსჯავრდებულების პერსონალურ ინფორმაციაზე",- განაცხადა ბრეგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×