რეზონანსი
13.08.2022

ინტერნეტაპლიკაციაში მოქმედი ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი გამოვლენილია, აღნიშნული ჯგუფის კურიერი კი დაკავებული. 34 წლის უკრაინის მოქალაქეს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და უკანონო გასაღების მცდელობა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქმეში იძულებით იყო ჩართული:

„ეს ადამიანი ნარკორეალიზატორების მსხვერპლია. 8 აგვისტოს ჩამოვიდა და 10-ში უკვე დააკავეს. დაუდგენელი პირები არიან, მეტს ვერაფერს ვიტყვი. აღიარებს, მაგრამ ის იძულებული იყო წასულიყო ამაზე. ვალი დაედო, ვინაიდან ის კოკაინის აქტიური მომხმარებელია, ამის შესახებ ოჯახმა არ იცოდა და იძულების ნიადაგზე ჩაიდინა ეს დანაშაული. მე მეშინია იმის, რომ მას და მის ოჯახს საფრთხე არ შეექმნას,"- აცხადებს ადვოკატი დარიკო თოდრია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×