რეზონანსი
13.08.2022

ენერგოდარში მოსახლეობას მოუწოდეს სიფრთხილე გამოიჩინონ და შეზღუდონ ქალაქის ქუჩებში ყოფნის დრო. შესაბამისი მიმართვა ენერგოდარის მერმა დმიტრი ორლოვმა გაავრცელა.

„გამოიჩინეთ სიფრთხილე და შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ ენერგოდარის ქუჩებში ყოფნის ხანგრძლივობა. არსებობს ინფორმაცია მორიგ პროვოკაციებთან დაკავშირებით ოკუპანტების მხრიდან",- განაცხადა ქალაქის მერმა.

ცნობისთვის, ქალაქი ენერგოდარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს მდებარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით კვლავ ხორციელდება დარტყმები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×