რეზონანსი
13.08.2022

პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას,- ამის შესახებ ევროკომისიის აპარატის დოკუმენტშია ნათქვამი, სადაც განხილულია საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში.

ამასთან, ანგარიშში საუბარია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც და აღნიშნავენ, რომ 2021 წლის შემოდგომაზე, სააკაშვილის ციხეში ყოფნის ვიდეომასალის გამოქვეყნებამ და სათანადო ჯანდაცვისა და სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლების სავარაუდო დარღვევამ შეშფოთება გამოიწვია.

"პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს და 2021 წლის თებერვალში დააკავეს, მას შემდეგ რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე წინა სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისმადაკავებამშემდგომიპოლარიზაცია გამოიწვია. 2021 წლის 19 აპრილისპოლიტიკურიშეთანხმებისფარგლებში, მისიგირაოევროკავშირშიდაფუძნებულმაავტონომიურმაორგანიზაციამგადაიხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო "თიბისი" ბანკის და პოლიტიკური პარტია "ლელოს"დამფუძნებლები 2022 წლის იანვარში; ბრალდება და პროცესი სახალხო დამცველის აპარატმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გააპროტესტეს.

2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „მთავრის" დირექტორის ბ-ნ გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და მას 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ორჯერ არის მსჯავრდებული და რომელსაც წინ კიდევ სამი სასამართლო პროცესი ელოდება, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და დაპატიმრეს.

2021 წლის შემოდგომაზე, ბ-ნი სააკაშვილის ციხეში ყოფნის ვიდეომასალის გამოქვეყნებამ და სათანადო ჯანდაცვისა და სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლების სავარაუდო დარღვევამ შეშფოთება გამოიწვია. ბ-ნ სააკაშვილის სასამართლო საქმეზე განაჩენის გამოტანამდე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის ნოემბერში დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება გამოგზავნა. მან დაავალა მთავრობას მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უზრუნველყო შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უსაფრთხოება. მან ასევე ბ-ნ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვიტისკენ მოუწოდა.

სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, ბ-მა სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა და სამედიცინო რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ ბ-ნ სააკაშვილის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის",- აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის თარგმანსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×