რეზონანსი
13.08.2022

დედოფლისწყაროში, სპეციალისტები ეკოლოგიურ კატასტროფას პროგნოზირებენ. მიზეზი ფერმერების მიერ სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების განადგურების მიზნით გაჩენილი ხანძრებია, რომელიც ასობით ჰექტარს მოიცავს.

ხანძრის შედეგად გარემო დაბინძურებულია, ხოლო ნიადაგის ფლორა და ფაუნა გაუდაბნოების პირასაა. მავნე პრაქტიკის წინააღმდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ კანონპროექტზე მუშაობს.

„ფიზიკო-ქიმიური თვისებების გაუარესების გარდა, ხდება ბიომრავალფეროვნების განადგურება. საბოლოო ჯამში თითოეული ფერმერი, მათი აზრით თითქოს დადებით შედეგს იღებს, სინამდვილეში კი მათსავე ხვალინდელ დღეს და მოსავალს საფრთხეს უქმნიან", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

გარემოს დაცვის ექსპერტი, შირაქის ველზე ხანძრების მასიურად გაჩენას ეკოლოგიურ კატასტროფასთან აიგივებს. კახაბერ სუხიტაშვილი ამბობს, რომ ტერიტორიების დაწვის შედეგად გარემოში მავნე ნივთიერებები ხდება და ნადგურდება ბიომრავალფეროვნება, რომელიც მოსავლის მიღებისთვის სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს.

„ფერმერების გარკვეული ნაწილის ცხოვრების ნაწილად იქცა. რაც ჩემი აზრით კახეთის მასშტაბით არის ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი. ეს სამწუხაროდ ის ნიადაგი, რომელიც ჩვენ მოსავალს გვაძლევს ამას ვწვავთ და ვანადგურებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე შევიმსუბუქოთ. სინამდვილეში ეს სხვადასხვა ტიპის მცენარეული ნარჩენები შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორ ბუნებრივი ეკოლოგიურად სუფთა სასუქი", - განაცხადა კახაბერ სუხიტაშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×