რეზონანსი
15.08.2022

რუსთავის ციხეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი თითქმის უკვე ორი საათია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს ხვდება. გამომძიებელმა გოგაშვილი შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით უნდა გამოჰკითხოს.

ადვოკატმა მედიის წარმომადგენლებს დღეს გოგაშვილის ჩვენება მიაწოდა, სადაც წერია, რომ პირველი საუბარი გოგაშვილსა და შს მინისტრს შორის 28 ივლისს საშხაპეში შედგა. გოგაშვილი ამბობს, რომ გომელაურმა მას ბიძინა ივანიშვილის დანაბარები გადასცა.

"საშხაპის კარი იყო ღია და კართან დამხვდა დაწესებულების დირექტორი ზურა მოდებაძე, მან ხელი ჩამომართვა და დაბალ ხამზე მითხრა, არ აღელდე, საშხაპეში დევს ტელეფონი, რომ შეხვალ დარეკავს და უპასუხე. ცოტა ხნის შემდეგ დარეკა ტელეფონმა და დამელაპარაკა ვახტანგ გომელაური, ჩვენ შორის შედგა ხმამაღალი და დაძაბული საუბარი, მან გადმომცა ბიძინა ივანიშვილი დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები და თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ, საუბარი 30 წუთი გაგრძელდა, ბოლოს გომელაურმა მითხრა, რომ ხვალ დამირეკავდა, ხოლო იქამდე მეფიქრა მოსალოდნელ შედეგებზე და ისე მიმეღო გადაწყვეტილება", - წერია ჩვენებაში.

ადვოკატის თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიებას დაემატა სოსო გოგშვილის საკნიდან გაყვანისა და შესაძლო მუქარის ფაქტი. მისივე თქმით, სოსო გოგაშვილი საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით თავად მიაწვდის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×