რეზონანსი
15.08.2022

დედის მკვლელობისთვის დაკავებულს და მის მეგობარს ბრალს დღეს გააცნობენ - "კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვანმა თავად აღიარა მოტივი. კერძოდ, 17 წლის მოზარდი ეჭვობდა, რომ 34 წლის მშობელს, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მის მეგობართან. სწორედ ამის გასარკვევად არასრულწლოვანი მეგობართან ერთად მივიდა დედის სახლში, რის შემდეგაც ქალს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, მათ შორის, ყელის არეში.

ორივე არასრულწლოვანმა ადგილი მალევე დატოვა - დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"კურიერის" ინფორმაციით დაკავებულებისთვის ბრალის წარდგინების პროცესი 4 საათზე დაიწყება. არასრულწლოვანს მამამ და ოჯახის სხვა წევრებმა კერძო ადვოკატი აუყვანეს, შესაბამისად მის უფლებებს საზოგადოებრივი დამცველის იურისტი აღარ დაიცავს.

"კურიერმა" დაკავებული 19 წლის ახალგაზრდის ვინაობა გაარკვია, ის 19 წლის რამილ ნასიბოვია, რომელთანაც მცხეთის იზოლატორში ცოტა ხნის წინ ადვოკატი იმყოფებოდა. მის უფლებებს სავალდებულო დაცვის ფარგლებში საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატი დაიცავს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს.

ადვოკატ ნინო ბერიშვილის თქმით, დაკავებული 19 წლის ახალგაზრდა ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს და მას ადვოკატთან არცერთ საკითხზე არ უსაუბრია. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულს გარკვეული შოკის მომენტი აქვს და იგი მძიმე მდგომარეობაშია.

მოკლულ ჟანა ხალილოვას მეზობლებს მომხდარის შესახებ დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ. მეზობლებმა გამთენიისას ხმაური გაიგეს, თუმცა მომხდარი დანაშაულის შესახებ მათთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ადგილზე კრიმინალური პოლიცია მივიდა.

მოკლულის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ, მეუღლის სახლში, გარდაბანში გადაასვენეს.

წყარო: „რუსთავი2“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×