რეზონანსი
17.08.2022

Gazprom ევროპის ბაზარზე გაზის ფასების ზრდის შესახებ იტყობინება. როგორც კომპანია აცხადებს, ზამთარში მოსალოდნელია გაზზე ფასი კიდევ დაახლოებით 60%-ით გაიზარდოს და 1000 კუბურ მეტრზე 4 ათას დოლარს გადააჭარბოს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

რუსეთის სახელმწიფომ კომპანია, რომელიც ევროპის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, მიწოდებას ამცირებს, რის გამოც ევროპაში გაზზე ფასები გაიზარდა. კომპანიას სარემონტო სამუშაოების საბაბით Nord Stream 1-ის გაზსადენით გერმანიისთვის გაზის მიწოდება შემცირებული აქვს.

“ევროპაში გაზის საფასურმა 1 000 კუბურ მეტრზე 2 500 დოლარს უკვე მიაღწია. კონსერვატიული გათვლებით ამ ზამთარს 1000 კუბური მეტრის ფასი 4000 დოლარს გადააჭარბებს”, - აცხადებენ "გაზპრომში".

იანვრიდან აგვისტომდე კომპანიის ექსპორტი ჯამში 36.2%-ით 78.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა. ასევე 13%-ით შემცირებული აქვს Gazprom-ს წარმოებაც.

ამჟამად ევროპული გაზის ბენჩმარკის Dutch TTF-ის ღირებულება ერთ მეგავატ-საათზე 226 ევროს შეადგენს, რაც 435%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან (€42) შედარებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×