რეზონანსი
17.08.2022

უკრაინის სკოლებისა და უნივერსიტეტების თითქმის ნახევარი მზადაა სასწავლო პროცესი სექტემბერში განაახლოს.

ამის შესახებ უკრაინის განათლების მინისტრმა სერგი შკარლეტმა განაცხადა.

„ამჟამად, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების დაახლოებით 41%-ს აქვს შესაძლებლობა სწავლა ტრადიციულ ფორმატში დაიწყოს ", - დასძინა შკარლეტმა.

უკრაინელი მინისტრის განცხადებით, პირისპირ ფორმატში საგანმანათლებლო პროცესისთვის მზადყოფნის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები, 83%-ით ლვოვის რეგიონშია. მას მოსდევს ჩერნივცის რეგიონი - 78%-ით და დედაქალაქი კიევი - 68%-ით.

„სხვა რეგიონები, არადისტანციური სწავლებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სათანადო და უსაფრთხო პირობების შესაქმნელად აქტიურ მუშაობას აგრძელებენ", - აღნიშნა შკარლეტმა.

უკრაინის განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ სკოლებს თავშესაფრები ექნებათ. მანვე სკოლის დირექტორებს მოუწოდა, რომ მშობლებს შესაძლებლობა მისცენ, ნახონ თუ რა პირობებში იქნებიან საჰაერო განგაშის შემთხვევაში, თავშესაფრებში მოსწავლეები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×