რეზონანსი
19.08.2022

უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს. ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა იპოვეს.

გარდაცვლილი ძმები ნიკა და ივიკო მახარობლიშვილები არიან.

ძმები მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.

„ძმები ბებია-პაპასთან იყვნენ სტუმრად. ნათესავთან ერთად საბანაოდ წავიდნენ, სწორედ ამ დროს ერთ ძმას ფეხი დაუცურდა და ჩავარდა, მეორე ძმა მიეხმარა და ორივე წყალმა წაიღო. ნათესავმა შეგვატყობინა, ჩვენ კი სამაშველო სამსახურს შევატყობინეთ. დროულად მოვიდა ჯგუფები, მაგრამ სამწუხაროდ, ტრაგედია მოხდა", - აცხადებს სოფელ უჯარმაში საგარეჯოს მერის წარმომადგენელი ზურაბ შინდელაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×