მარნეულში მკვლელობა მოხდა. სოფელ ყიზილაჯლოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელმა მეზობელი სასიკვდილოდ დაჭრა.
გარდაცვლილია 35 წლამდე მამაკაცი, მას დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, მეზობლები მეგობრის ქორწილში, ერთ-ერთ რესტორანში იყვნენ, ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი კაცი ცივი იარაღის გამოყენებით ახალგაზრდა კაცი მოკლეს.
"მკვლელმა ჩემი დის შვილი გარეთ გამოიყვანა, მოკლა, მან მიმალვა სცადა, თუმცა, როგორც ვიცი პოლიციამ უკვე დაკავა. მეზობლები არიან, აქამდე კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ", - ამბობს მოკლულის ბიძა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.