რეზონანსი
19.08.2022

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

კერძოდ, გომელაურმა კომენტარი გააკეთა ზურაბ ჯაფარიძის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც ჯაფარიძემ აღნიშნა: „ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც,​ ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი, რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან".

ვახტანგ გომელაურის თქმით, აქციის მონაწილეებს უფლებებს ვერ შეუზღუდავენ და სამართალდამცველები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

„ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. რაც გვევალება, იმას შევასრულებთ. ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და როგორც არის წესი და კანონი, ისე მივუდგებით. პანჩურებით არ გავყრით ნამდვილად. კულტურულად მივაბრძანებთ, თუ დასაკავებელი იქნება. ჩვენთვის ახალი არ იქნება ცხელი შემოდგომები", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×