რეზონანსი
19.08.2022

ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების პროცესში ახალი არაფერი არ არის.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ გასული წლის 25 ოქტომბერს განახორციელა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×