რეზონანსი
19.08.2022

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტს დაესწრება.

„2022 წლის 23 აგვისტოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ონლაინრეჟიმში მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში", - ნათქვამია ნატო-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ყირიმის პლატფორმა უკრაინის მიერ წამოწყებული საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატია, რომლის მიზანია, ყირიმის ანექსიაზე საერთაშორისო რეაგირება უფრო მეტად ეფექტური გახადოს, უპასუხოს უსაფრთხოების გამოწვევებს და გააძლიეროს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე.

სამიტი ონლაინფორმატში გაიმართება და უკრაინული მედიის ინფორმაციით, მასში მონაწილეობის სურვილი არაერთმა სახელმწიფოს ლიდერმა გამოთქვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×