რეზონანსი
19.08.2022

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია. ანტონიო გუტერეშმა ეს განცხადება ოდესაში ვიზიტის დროს გააკეთა.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკრაინას ეკუთვნის და ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული.

„არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები უახლოეს ხანში გეგმავენ ზაპოროჟიეს სადგურზე ენერგობლოკების გათიშვას და მათ გამორთვას უკრაინის ენერგოსისტემიდან. ცალსახაა, რომ ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია უკრაინულია. ის სჭირდება ხალხს, განსაკუთრებით ზამთარში. ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული", - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ოდესაში ვიზიტის დროს გაეროს გენერალური მდივანი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა და შავი ზღვის პორტებიდან ხორბლის გატანის მიზნით გაფორმებულ შეთანხმებაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, რომ უკრაინულ ხორბალთან წვდომა უზრუნველყოფილი იყოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×