რეზონანსი
22.09.2022

ეძებენ თუ არა ბანკში მძევლების აყვანისთვის დაკავებული გრიგოლ ნარსიას მეგობარ ქალს, -ამის შესახებ განმარტება დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა დავით ჩხარტიშვილმა გააკეთა.

"დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ გამოკითხული გვყავს საქმეზე დაკავებულის მეგობარი ქალბატონი. ეძებენ - ცოტა გადაჭარბებული შეფასებაა. უბრალოდ ჩვეულებრივი მოწმის მოძიების და გამოსაკითხად გამოძახების პროცედურები იყო განხორციელებული მასთან მიმართებაში," - განაცხადა პროკურორმა დავით ჩხარტიშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×