რეზონანსი
22.09.2022

„ამ ეტაპისთვის, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ამ დანაშაულში, სხვა თანამზრახველის მონაწილეობა არ ვლინდება", - განაცხადა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებები და საბრძოლო მასალა, რომელიც ნარსიას ჰქონდა, უკვე შესწავლილია და, ამ ნაწილში, საქმის წარმოების კვალიფიკაციის შეცვლა მოსალოდნელი არაა.

დავით ჩხარტიშვილი ხაზს უსვამს, რომ, ამ ეტაპზე, გამოძიება საწყის ეტაპზეა და დადგენილი არაა, თუ სად და რა ვითარებაში შეიძინა ნარსიამ საბრძოლო მასალა.

ნარსიას ბრალდება ოფიციალურად წარედგინა. დაკავებულის ინტერესებს იურისტთა ასოციაციის ხუთი ადვოკატი დაიცავს.

ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს, დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა.

თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×