რეზონანსი
22.09.2022

არავითარი მნიშვნელობა არ იქნება 15-20 წლის შემდეგ ჩვენ რას ვიტყვით, რომელი პრემიერის მართველობის დროს მოხდა, რომელიც მინისტრის მმართველობის დროს მოხდა - ნოე ჟორდანიას დროს იყო დაშვებული შეცდომა, კანდიდ ჩარკვიანის თუ ირაკლი ღარიბაშვილის, თუ გელათს დაემართა ის, რაც მას ახლა ემუქრება,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

უსუფაშვილის განცხადებით, გელათის საკითხს სჭირდება მეტი გამჭვირვალობა - იმ ხარაჩოზე ყველა ოპერაორის ასვლა კი არა, კამერის დაყენება, რომ მთელმა საქართველომ ნახოს, რას ვაკეთებთ.

„მთავარი სათქმელი ის ხომ არაა, თქვენ ვისთან და რასთან გაქვთ კითხვები, როგორ შეიძლებოდა ეს ბეტონი ასეთი ბეტონი ყოფილიყო, ის კრამიტი ისეთი კრამიტი - მე პრარაბის დონეზე არ მაქვს კითხვები, მე პოლიტიკის დონეზე მაქვს- როგორ შეიძლება ქვეყანაში ასეთი რამ ხდებოდეს? თქვენ პერსონალურად პასუხისმგებელი არ ხართ, გავიგე, მაგრამ ამ დარგზე ხართ პასუხისმგებელი. 27 წლის წინ, რომ იყოს დაშვებული შეცდომა გელათთან დაკავშირებით, დღევანდელი მინისტრის და სამინისტროს მოვალეობაა ეს ყველაფერი წამოწიოს წინ, რომ ვიცოდეთ, რა მოხდა, სად მოხდა, რომ აღარასდროს განმეორდეს ეს. ამას სჭირდება მეტი გამჭვირვალობა, იმ ხარაჩოზე ყველა ოპერაtორის ასვლა კი არა, კამერის დაყენება, რომ მთელმა საქართველომ ნახოს, რას ვაკეთებთ. ყველა დასკვნების გასაჯაროვება ლონდონელებისაც და იტალიელებისაც - იტალიელები ამიტომ შეეშვნენ, ლონდონელები ამიტომ დავიწუნეთ. ეს იქნებოდა სწორი პოლიტიკა, მოხსნიდა ამ ეჭვებს და ყველა ერთად ვიქნებით გაერთიანებული იმისთვის, რომ გადავარჩინოთ გელათში რაც გადასარჩენია და არ ვაქციოთ ეს თემა პოლიტიკური კინკლაობის საკითხად. ეს, პირველ რიგში, თქვენი საქმეა“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×