რეზონანსი
22.09.2022

კულტურის თეა წულუკიანის განაცხადებით, გელათში დღეს პროცესი სწორი გზით მიმდინარეობს, რაც დოკუმენტურად დასტურდება.

მან პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გელათთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკა მაჭუტაძეს უპასუხა და განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ მის გადაწყვეტილებასა და ქმედებაზე ყოველთვის პასუხი აგოს.

"შეიძლება მომეჩვენა, არადა ბევრად ნავალი კაცი ხართ როგორც ვიცი და ბევრი რამ გინახავთ. მგონი ქილიკით ახსენეთ იემენი, ტანზანია და კენია. მე ამას ვერ გავიზიარებ. ფეხით მოვლილი მაქვს ტანზანია, ნაწილობრივ კენიაც, ძეგლებიც მინახავს იქ და ბევრ ადგილას ვყოფილვარ მთაში და ბარში. ეს ქვეყნები მართლა ძალიან უფრთხილდებიან საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას, ჩვენ თუ მათთან ერთად მოხვდით რომელიმე სიაში, არ ვფიქრობ, რომ ეს საქილიკოა. რაც შეგვეხება ჩვენ, რატომ არ არის გელათის მართვის გეგმა, რატომ არ არის ჯგუფი, რატომ არ არის საპატრიარქოს დასკვნა გასაჯაროებული, ეს უნდა ჰკითხოთ საპატრიარქოს, მე არ ვიცი. მე ის ვიცი, რას ვაკეთებ. მე პასუხს ვაგებ ყველა ჩემს ქმედებაზე 2021 წლის მარტიდან დღემდე, ისევე როგორც 8 წლის იუსტიციის მინისტრობისას ნებისმიერ ჩემ მიერ სულჩადგმულ თუ განხორციელებულ რეფორმაზე, არა მხოლოდ ახლა, სანამ ცოცხალი ვარ, პასუხს ვაგებ თავით ყველა ჩემს ქმედებაზე, მათ შორის მას შემდეგაც, რაც პენიტენციური სისტემა შემოუერთდა იუსტიციის სამინისტროს. ნებისმიერ ქმედებაზე და გადაწყვეტილებაზე პასუხს ვაგებ თავით და მზად ვარ ამისთვის. ძალიან მოხარული ვიქნები, ყოველთვის ვაგო პასუხი იმიტომ, რომ ყველა ჩემი ნაბიჯი არის გააზრებული, არ არსებობს ნაბიჯი და გადაწყვეტილება, რომელსაც გულწრფელად არ ვთვლი, რომ არის გამართლებული, საამაყო და ქვეყნის სიკეთისკენ მომართული. ბატონო ნიკა, თუ დამიჯერებთ, გელათში დღეს პროცესი არის სწორ გზაზე. თუ არ დამიჯერებთ,ეს თქვენი უფლებაა, მე ხომ ვერ გაიძულებთ. ეს დოკუმენტურად დასტურდება. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაგაინტერესებთ, შეგვიძლია მოგაწოდოთ, რომელიც ჩემს ხელთ არის, რომელიც ჩვენ მიერ მოწვეული „იუნესკოს" „ქოლგის" ქვეშ, ექსპერტების მიერ არის შექმნილი",-მიმართა წულუკიანმა მაჭუტაძეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×