რეზონანსი
22.09.2022

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, მობილიზაცია რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტს ყოველწლიურად მინიმუმ 1,3 ტრილიონი რუბლი დაუჯდება. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც რუსეთში დეფიციტი იზრდება და სანქციების გამო, ბიუჯეტის შემოსავლები იკლებს.

"მობილიზაცია რუსეთის ბიუჯეტს ყოველწლიურად მინიმუმ 1,3 ტრილიონი რუბლი დაუჯდება. დეფიციტი იზრდება, შემოსავალი მცირდება სანქციების გამო. სიგიჟე ყოველთვის ძალიან ძვირია და აქვს კატასტროფული შედეგები შეშლილებისთვის", - წერს ერმაკი.

შეგახსენებთ, 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ უკრაინის ომში, პირველ რიგში, საბრძოლო გამოცდილების მქონე მოქალაქეებს გაგზავნიან. შოიგუს თქმით, მობილიზაცია 300 000 ადამიანს შეეხება.

აღსანიშნავია, რომ კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების ვერსიაში მე-7 პუნქტი. მედიის ცნობით, სწორედ ეს საიდუმლო პუნქტი აძლევს საშუალებას პუტინს, გამოიძახოს არა 300 ათასი, არამედ მილიონი ადამიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×