რეზონანსი
22.09.2022

ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამოცხადებული მობილიზაციის გამო ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, ჰუმანიტარულ ვიზებს არ გასცემს, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა.

„მესმის, რომ რუსები პუტინის გადაწყვეტილებისგან გარბიან. მაგრამ ისინი, ვინც ქვეყნიდან იმის გამო გარბიან, რომ არ სურთ მოვალეობის შესრულება, რომელიც მათმა მთავრობამ დააწესა, არ პასუხობენ ჰუმანიტარული ვიზის მიღების პირობებს", - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე ევროკომისიაში განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლა-არშესვლის საკითხს ყველა სახელმწიფო დამოუკიდებლად გადაწყვეტს. ლიეტუვამ და ესტონეთმა უკვე განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ ვიზებს არ გასცემენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×