რეზონანსი
22.09.2022

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიაში არავითარი განხეთქილება არ არსებობს.

მისი თქმით, პარტია დიდია და შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა.

როგორც დეკანოიძემ, „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში" განაცხადა, ყველა საერთაშორისო სტანდარტით და შეფასებით ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი „დარწმუნებული ვარ, რომ ნიკაც {მელია} ამას იზიარებს"

„არავითარი განხეთქილება არ არსებობს პარტიაში. მესმის ჩვენი „კეთილის მსურველების" მათ უნდათ, რომ ასე იყოს, მაგრამ ნამდვილად ასე არ არის. ჩვენი გულანთებული მომხრეების კრიტიკა მისაღებია. ახლა მთავარი ფოკუსი უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი და სხვა გადახრა-გადმოხრა არ იძლევა რეალურ შედეგს.

შეიძლება პარტიაში იყოს აზრთა სხვადასხვაობა. დამერწმუნეთ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, რაც მომხდარა და ხდება ხოლმე. პარტია დიდია ძალიან. რეალურად ჩვენს პარტიაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ერთ საკითხზე ერთი აზრი ჰქონდეთ, მეორეზე მეორეზე. ეს არ არის „ქართული ოცნება" , რომლებიც ჩატში წერენ გზავნილებს. ჩვენი შეგნებული დამოკიდებულებით ვართ ოპოზიციაში, იმიტომ რომ ამ ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი გვსურს",- განაცხადა დეკანოიძემ.

მე ვთვლი და დარწმუნებული ვარ, რომ ნიკაც {მელია} ამას იზიარებს, ამ ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი, ყველა საერთაშორისო სტანდარტით და შეფასებით. რაც შეეხება კეზერაშვილს ის არის კრიტიკული მედიის დამფუძნებელი და მე კრიტიკულ მედიას დემოკრატიის ჭრილში, ამ ქვეყნისთვის ვუყურებ მნიშვნელოვნად. სხვა ჭორებს , რაც შეეხება კომენტარს არ გავაკეთებ. ვფიქრობ , რომ სხვა მიმართულებით საუბარი ხელს აძლევს ხელისუფლებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნიკასი, ჩვენი მეგობრების, ყველასი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა",- განაცხადა დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×