რეზონანსი
24.09.2022

2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით ანუ 213.3 ლარით გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი. კერძოდ, „საქსტატის" მონაცემებით, რეგიონების მიხედვით ხელფასების გადანაწილება შემდეგნაირია:

თბილისი - 1,802.1 ლარი;

მცხეთა-მთიანეთი - 1,394.4 ლარი;

ქვემო ქართლი - 1,271.5 ლარი;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 1,232.9 ლარი;

იმერეთი - 1,122.4 ლარი;

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1,017.9 ლარი;

შიდა ქართლი - 978.2 ლარი;

სამცხე-ჯავახეთი - 959.9 ლარი;

კახეთი - 957.9 ლარი;

გურია - 946 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 848.8 ლარი.

წყარო: bpn.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×