რეზონანსი
24.09.2022

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე თბილისში სატრანსპორტო საცობებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„სანამ TV პირველამდე მივიდოდი, ამ შაბათ დღეს სად და რამდენ ხანს გავიჭედე, ამას არ მოვყვები, ისედაც იცით. ეს არაა იმის ბრალი, რომ სადღაც რომელიღაც ქუჩა რემონტდება. ეს თავის მართლებაა. რომ მორჩება თავისუფლად გავივლით? არა!

ეს არის არასწორი დაგეგმარების ბრალი.

როცა ნახმარი მანქანები ასე იაფია, როცა ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად 10 პროცენტით იზრდება, როცა ქალაქის შუაგულში კორპუსების ჯუნგლების ჩადგმის მაფია ხელშეუხებელია, 5 წელიწადში ქალაქი გაუვალი გახდება.

თბილისი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით არ არის საველოსიპედო ქალაქი. ხუთ წელიწადში ეს ველობილოკებიც დასანგრევი გახდება. რამდენი ვრლოსიპედისტი დადის დღეში პეკინზე? მოგიკრავთ თუ მაინც თვალი? ან რა აზრი აქვს ორი კილომეტრის მანძილზე აღმა და დაღმა ველოსეირნობას ამ ქუჩაზე?

ბასლაინებმა რა შედეგი გამოიღო, კი ვხედავთ. ეპიზოდურად, ერთ ქუჩაზე რომ სწრაფად გაივლი და მერე ჩვეულებრივ საცობში რომ მოჰყვები, რა აზრი აქვს ამას, მართლაც რაციონალური რომ იყოს? პერსპექტივაში, სხვა ქუჩებზეც გაგრძელდებაო. ძალიანაც რომ მოინდომონ ვერ გაგრძელდა.

უთავბოლო ექსპერიმენტები უთავო ქალაქში“, - წერს რომან გოცირიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×