რეზონანსი
25.09.2022

ბანკის ძარცვის საქმე - რატომ ეძებს პოლიცია გრიგოლ ნარსიას ძმას? - "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ პოლიციას კითხვები დაკავებულის ნახევარძმის შესახებაც ჰქონდა, დაინტერესდნენ იყო თუ არა ის ბოლოს ჩამოსული იმერეთში.

"ნახევარძმა ჰყავს. გეგუთის ციხეში იჯდა. არ მჯერა თანამზრახველზე.  ვერავინ მეტყვის, რომ ვიღაცას უთხრა რომ წამოდი ეგ გავაკეთოთო. არ არიან ამ სოფელში ახალგაზრდები. 2 კაცი ვართ. მოხუცები და ქალები არიან სულ. ეს მაგის თავში მოხდა მხოლოდ, მეცოდება"- აცხადებს ნარსიას მეზობელი.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, გრიგოლ ნარსიას დედა წლებია ემიგრაციაშია. ადვოკატი მძევლების აყვანისთვის ბრალდებულ კაცს ახლო ნათესავმა საბერძნეთში მყოფი დედის თხოვნით დაუქირავა

ირკვევა ისიც, რომ ცოლს გაშორებული ნარსია, სოფელ ბანოჯაში მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობდა.  შუახნის ქალმა სახლი ნარსიას ბანკში შეჭრისთანავე დატოვა.

სოფელ ბანოჯაში ყვებიან, რომ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს ფსიქოლოგიური პრობლემები მეათე კლასიდან, მამის მკვლელობის შემდეგ დაეწყო. ირკვევა, რომ ნარსიას მამა ნათლისღების ღამეს მის თვალწინ  მოუკლეს.

"სახლში ქურდები შეუვარდნენ. შუშაბანში გამოჭრეს კისერი და რომ შეხედა, ვერ დადგა მის ჭკუაზე. მერე ცუდად გახდა. მეათე კლასში იყო. დედას თბილისში დაჰყავდა სამკურნალოდ" - ამბობს ნარსიას მასწავლებელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×