რეზონანსი
25.09.2022

"პუტინმა შესაძლოა აგრესიისა და ესკალაციის ახალი ტალღა დაიწყოს" - ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერმინისტრმა გაავრცელა.

მატეუშ მორავეცკის თქმით, პუტინი რეჟიმი დასუსტდა და რუსული დათვი დაჭრილია რაც ესკალაციის განახლების აგრესიას ზრდის. პოლონეთის პრემიერმა რუსული არმიის შესაძლებლობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიოს თითქოს მეორე არმიამ, გაცვეთილი აღჭურვილობით, ფრონტის ხაზიდან გაქცევითა და ტყვედ ჩაბარებით თავი შეირცხვინა."პუტინის რეჟიმი სუსტდება, ამიტომ ის კონფლიქტის გამწვავებაზე მიდის და შესაძლოა, უახლოეს მომავალში აგრესიის ესკალაცია ვიხილოთ. რუსი დათვი დაჭრილია და სამწუხაროდ, გამორიცხული არაა და უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს მომავალში ძალადობის, ესკალაციისა და რუსული აგრესიის ახალი ტალღები დაიწყება.

ეს არ ცვლის ფაქტს, რომ პუტინის რეჟიმი ყოველდღიურად სუსტდება. შეჭრის დასაწყისიდანვე მთელი მსოფლიო უყურებს, როგორ ირცხვენს თავს რუსული არმია. გასული ეპოქის ნახევრად გაცვეთილი აღჭურვილობა, ბრძოლის ველზე მიტოვებული ტანკები, ტყვედ ჩაბარებული სამხედროები, რომლებიც დააჯერეს, თითქოს სამხედრო წვრთნაზე მიდიოდნენ და ამის შესახებ დღეს ღიად საუბრობენ", - თქვა მეტერეუშ მორავეცკიმ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×