რეზონანსი
25.09.2022

ლავროვი ამბობს, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ამ დროისთვის ე.წ. რეფერენდუმები ტარდება, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში, მოსკოვის "სრული დაცვის" ქვეშ გადავა.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მის განცხადებას კი სააგენტო Reuters ავრცელებს.

"რა თქმა უნდა, რეფერენდუმების დასრულების შემდეგ, რუსეთი იმ ხალხის გამოხატვის თავისუფლებას პატივს სცემს, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ნეონაცისტური რეჟიმის ზეწოლის ქვეშ ცხოვრობდნენ" - ამბობს ლავროვი.

ჟურნალისტის შეკითხვას, გამოიყენებს თუ არა რუსეთი უკრაინასთან ომში ბირთვულ იარაღს, მან ასე უპასუხა:

"რუსეთის ფედერაციის ყველა კანონი, დოქტრინა, კონცეფცია თუ სტრატეგია მის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×