რეზონანსი
25.09.2022

რუსეთს ტყვეობაში 2500 უკრაინელი, მათ შორის ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ჰყავს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა BBC News Ukrainian-თან ინტერვიუში განაცხადა.

"საუბარია 2500 პატიმარზე. ისინი რჩებიან ტყვეობაში და ყველაზე ცუდი ის არის, რომ იქ მშვიდობიანი მოსახლეობაა. მშვიდობიანი მოქალაქეები ზედიზედ რამდენიმე გაცვლის ფარგლებში არ გაათავისუფლეს", - დასძინა უკრაინიც ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ვერეშჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატიმრებს შორის ბევრი ქალია.

"ბევრი ქალი რჩება ტყვეობაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ 131 ქალმა დატოვა აზოვსტალი, მაშინ წარმოიდგინეთ რამდენი ქალია ტყვეობაში. მხოლოდ რამდენიმე დაბრუნდა. ქალები უნდა განთავისუფლდნენ. მათ საშინლად ეპყრობიან. რუსები მათ შეურაცხყოფენ, სცემენ ჩვენს ქალებს. ისინი აწამებენ ჩვენს ქალებს. მსოფლიომ ჩუმად არ უნდა უყუროს და დააკვირდეს, როგორ კლავენ ჩვენს ქალებს ციხეში", - განაცხადა ვერეშჩუკმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინელ მამაკაცებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა დატოვონ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები.

"წასვლის შესაძლებლობა არის. სტატისტიკას ყოველ ღამე ვიღებ. კაცები და ქალები მიდიან. კაცები ვასილივკას გავლით მიდიან. დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიურად 1200-1600 ადამიანი მიდის", - განაცხადა ვერეშჩუკმა.

ქვეყნის ვიცე-პრემიერმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს მოუწოდა მოერიდონ რუსეთის მიერ ორგანიზებულ ფსევდორეფერენდუმებში მონაწილეობას, რათა მტერს არ დაეხმარონ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი უკანონობის დაკანონებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×