რეზონანსი
26.09.2022

ბრიტანული მედიის ცნობით, 92 სანქციის სამიზნეს უკრაინის ოთხ რეგიონში ორგანიზებული ყალბი კენჭისყრის უკან მდგომი პირები წარმოადგენენ.

ამასთან, სანქციები ასევე შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც რუსეთის ომის მხარდაჭერას აგრძელებენ.

ე.წ. რეფერენდუმის გამო სანქცირებულ 33 ოფიციალურ პირს შორის არიან: ხერსონის მთავრობის ახლახან დანიშნული მეთაურ სერგეი ელისეიევი, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ივან კუსოვი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში მთავრობის სავარაუდო მეთაური ევგენი ბალიცკი.

სანქციები ასევე დაუწესდათ ოლიგარქებსაც.

„იარაღის ლულაზე ჩატარებული ყალბი რეფერენდუმები არ შეიძლება იყოს თავისუფალი ან სამართლიანი და ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ მათ შედეგებს" - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×