რეზონანსი
27.09.2022

შავი ფული ტრიალებს ოპოზიციურ ფლანგზე, რაზეც აქამდეც იყო ეჭვები და ახლა ვხედავთ პირდაპირ აღიარებას, რომ პოლიტიკური პარტიები შავი ფულით ფინანსდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„საბოლოო ჯამში, სიმართლე თავის გზას ყოველთვის პოულობს, ჩვენ ახლა მომსწრე ვართ პირდაპირ აღიარებისა, რას ნიშნავს ოლიგარქიული ფული პოლიტიკაში და ვხედავთ, რას ნიშნავს ძალადობა პოლიტიკაში. ჩვენ ფაქტობრივად, რასაც ვისმენთ ეს არის აღიარება, რომ ეს არის ერთი ადამიანის ფული, რომელიც ტრიალებს პოლიტიკაში, ეს ფული არსად დეკლარირებული არ არის ამ პოლიტიკურ პარტიებზე. ეს ფაქტობრივად აღიარებაა, რომ შავი ფული ტრიალებს ოპოზიციურ ფლანგზე, რაზეც ეჭვები იყო აქამდეც და ახლა პირდაპირ ვხედავთ პირდაპირ აღიარებას, რომ შავი ფულით ფინანსდება პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×