რეზონანსი
28.09.2022

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის აზრით, აშშ-მ და წამყვანი ევროპული ქვეყნებმა მიატოვეს მათი მოკავშირეები, როგორც ეს მოხდა შარშან ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ. ამავე დროს, არავის გახსენებია აშშ-ს ძველი ბუნებრივი მოკავშირეები - საბჭოთა პერიოდის დისიდენტები, რომელთა დიდმა ნაწილმა სიცოცხლე უკიდურეს გაჭირვებაში დაასრულა, ხოლო ცოცხლად დარჩენილთა ნაწილი ახლაც გაჭირვებაში ცხოვრობს.

„საბჭოთა სისტემას მილიონები ემონებოდნენ და ერთეულები ებრძოდნენ. ებრძოდნენ ისე, როგორც შეეძლოთ - იატაკქვეშა ჯგუფების შექმნით, ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებით, სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებით (შიმშილობა, დემონსტრაციული დაუმორჩილებლობა, აკრძალული ლიტერატურის გავრცელება, საპროტესტო აქციის ორგანიზება). ეს იმ დროს, როდესაც საბჭოთა სისტემის მიერ ანტისაბჭოთა პროპაგანდად ითვლებოდა და სისხლის სამართლის წესით ისჯებოდა ისჯებოდა დასავლეთის რადიოსადგურების მოსმენაც და მათი შინაარსის გავრცელებაც. ამ ადამიანებს „დისიდენტებს“, ანუ სხვაგვარად მოაზროვნეებს ეძახდნენ. თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირებით თუ არალეგალურად მოქმედებით ეს ადამიანები ყველა შემთხვევაში საკუთარ თავისუფლებას (ზოგჯერ სიცოცხლესაც) საფრთხის ქვეშ აყენებდნენ. ამით ისინი ამერიკული და ევროპული დემოკრატიის ბუნებრივი მოკავშირეები იყვნენ და ხელს უწყობდნენ საბჭოთა სისტემის დასუსტებას.

სამწუხაროდ, საქართველოს არცერთ ხელისუფლებას სათანადოდ არ დაუფასებიათ ამ ადამიანების ღვაწლი, მაგრამ ჩვენი პრეტენზია არანაკლებ მიემართება აშშ-სა და წამყვანი ევროპული ქვეყნებისკენ, რომლებმაც ისევე მიატოვეს მათი ეს ბუნებრივი მოკავშირეები, როგორც ეს მოხდა შარშან ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ. აშშ-ს საელჩოს განცხადებით მათ საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის 30 წლის განმავლობაში 6 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

ამ თანხის საკმაოდ დიდი ნაწილი ისევ აშშ-ს პარტნიორი ქართული ჯარის და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებისთვის დაიხარჯა, თუმცა, რატომღაც არავის გახსენებია აშშ-ს ძველი ბუნებრივი მოკავშირეები - საბჭოთა პერიოდის დისიდენტები, რომელთა დიდმა ნაწილმა სიცოცხლე უკიდურეს გაჭირვებაში დაასრულა, ხოლო ცოცხლად დარჩენილთა ნაწილი ახლაც გაჭირვებაში ცხოვრობს. დისიდენტების მიმართ არც მორალური და არც არანაირი ყურადღება აშშ-ს საელჩოს არასოდეს გამოუჩენია.”- წერს კაკაბაძე Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×