რეზონანსი
28.09.2022

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, დღეს, 28 სექტემბერს, „ჯივიპის“ ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩა N71ა-თან წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც საღამოს 23:00 საათიდან 29 სექტემბრის დღის 14:00 საათამდე, გარკვეულ უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდება.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„სამუშაოების გამო, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა აუცილებელია, რის გამოც დღეს, 28 სექტემბერს, საღამოს 23:00 საათიდან 29 სექტემბრის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩის ნაწილს, გვაზაურის, ილურიძის შესახვევს, ნიკო მარის, სააკაძის, წიკლაურის, ურიდიას, გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ზვარეთის, სვირის, ღრმაღელეს, კნოლევის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, წიწამურის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, მახინჯაურის, დაიდიანის ქუჩის N34-ის N13-323 და N2-160 კორპუსებს, რკინიგზის, მანჯგალაძის, ჯავის, ჭიჭინაძის, ხიმშიაშვილის, ლიახვის, გუდამაყრის და მიმდებარე ქუჩებს, ასკურავას, მიქაუტაძის, საჭილაოს, გომბორის, ლეჩხუმის ქუჩების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×