რეზონანსი
28.09.2022

რუსეთი იყენებს "შავი დღისთვის" განკუთვნილ სახსრებს და უახლოვდება ფისკალურ დეფიციტს წლის ბოლოსთვის - აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მდივნის მოადგილე

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის და სხვა ქვეყნების სანქციების პოლიტიკის, საექსპორტო და სხვა შეზღუდვების შედეგად რუსეთის ეკონომიკა მუდმივად მცირდება, ხოლო მისი მთავრობა იძულებულია "შავი დღისთვის" განკუთვნილი სახსრები ხარჯოს.

"რუსეთის საფონდო ბაზარი ახლა დაახლოებით 35%-ით შემცირდა ომამდელ მაჩვენებელთან შედარებით. რუსეთი არარაციონალურად იყენებს "შავი დღისთვის" განკუთვნილ სახსრებს და უახლოვდება ფისკალურ დეფიციტს წლის ბოლოსთვის," - განაცხადა როზენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური მდგომარეობა "პირქუშია და განაგრძობს მნიშვნელოვნად გაუარესებას", ეკონომიკური სირთულეები კი, თავის მხრივ, რეალურ სირთულეებად იქცევა რუსული ძალებისთვის ბრძოლის ველზე.

როზენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყველა ღონეს მიმართავს იმპორტირებული ტექნოლოგიების ბაზარზე ხელმისაწვდომობის აღსადგენად, მაგრამ შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების სანქციები ამის საშუალებას არ აძლევენ. ამის გამო, რუსეთი იძულებული გახდა მოძველებულ სისტემებზე გადასულიყო და, ასევე, მიემართა გლობალური გარიყულებისთვის, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა და ირანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×