რეზონანსი
29.09.2022

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება ლუკაშენკოს აფხაზეთში "ვიზიტთან" დაკავშირებით და ამბობს რომ - "არ აღელვებს ვიზიტზე მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, რეაქცია".

მისი თქმით, აფხაზეთი "დამოუკიდებელი სახელმწიფოა" და ბელარუსს განიხილავენ „ქვეყნის შიდა პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად". არძინბას განცხადება, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ტელეგრამ არხზე გავრცელდა.

შეგახსენებთ, ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთში გუშინ, 28 სექტემბერს ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×