რეზონანსი
29.09.2022

ეს არის ავტორიტარული რეჟიმების სისუსტე. ბელარუსს აფხაზეთზე გავლენა ვერ ექნება. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ლუკაშენკოს ვიზიტი ავტორიტარულ რეჟიმებს შორის სოლიდარობის გამოვლენაა, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, იუოზას ოლეკასმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის პოზიცია მტკიცეა რუსეთის და ბელორუსის მიმართ.

„გვაქვს რეზოლუციები ლუკაშენკოსა და მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ დაწესებულია სანქციები. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბელარუსის მოსახლეობას, რომელიც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვის და ლუკაშენკოს მხრიდან რეპრესიების ქვეშაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთის და ბელორუსის ხელისუფლება ძალიან სუსტია. ისინი იზოლაციაში არიან. ევროპარლამენტი უკრაინას და საქართველოს უჭერს მხარს. დემოკრატიული სამყარო გაერთიანებულია რუსეთის წინააღმდეგ და ვართ უკრაინის გვერდით თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. პროტესტის ნიშნად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×