რეზონანსი
29.09.2022

გადატვირთულობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სასამართლო რეფორმების სტრატეგიის დოკუმენტში მოხვდა, - ამის შესახებ სასამართლო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის შესაბამის სამუშაო ჯგუფში პროცესი დასარულს უახლოვდება.

„როგორც გამოიკვეთ, ვფიქრობ, სამუშაო ჯგუფში პროცესი დასარულს უახლოვდება. გადატვირთულობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მოხვდა სასამართლო რეფორმების სტრატეგიის დოკუმენტში. ეს იყო საკითხი, რომელზეც ყველა მხარე თანხმდება, რომ გარკვეულ რეაგირებას საჭიროებს. წესში ცვლილებების შეტანა იმდაგვარად, როგორც შემოთავაზებულია ანუ, ე.წ. ორმაგი 2/3-ის პრინციპი, ამაზე ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ. მიგვაჩნია, რომ ეს წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე არ აქვს შესაბამისი დასაბუთება. მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი კოლეგიურ ორგანოში ანალოგიური მოწესრიგებისა და მარტივად რომ ვთქვათ, ფუნქციასა და მნიშვნელობას უკარგავს მოსამართლეთა თვითმმართველობის უმრავლესობას წარმომადგენლობით ორგანოში", - განაცხადა მიქაუტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×