რეზონანსი
29.09.2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს მოუწოდა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.

„თავისი აგრესიული პოლიტიკით რუსეთი აგრძელებს ხელოვნური რეფერენდუმების გამართვას და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტნიორმა, ცივილიზებული სამყაროს ყველა ლიდერმა და რა თქმა უნდა, საფრანგეთმა მხარი დაუჭიროს უკრაინას და რაც შეიძლება მკაცრად დაგმოს ეს ფიქტიური რეფერენდუმები", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დროს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გაძლიერდება და, რაც შეიძლება მალე, სანქციების მერვე პაკეტის დამტკიცდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×